სკოლის მისია, ხედვა, ღირებულება
სკოლის მისია
შპს ,,ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ მისიაა, შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უსაფრთხო სასწავლო-აღმზრდელობითი გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების, გლობალური ფუნქციური უნარ-ჩვევების აღმოჩენასა და განვითარებაზე; ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის დაძლევა ; ხარისხიანი განათლების მიწოდება მოსწავლისთვის, რომელიც შემდგომში შეძლებს მსოფლიო საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.
სკოლის ხედვა
2030 წლისთვის მოსწავლეები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნებიან სწავლების ინოვაციური მეთოდებით. სასკოლო საზოგადოების ჩართულობითა და პასუხისმგებლობის გადანაწილებით, სკოლა შეძლებს მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენასა და მაქსიმალურად ხელშეწყობას. ექნებათ ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობა, რაც შემდგომში კურსდამთავრებულთა 20 %-ს მისცემს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას.
სკოლის ღირებულებები
გაცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლის შემუშავებაში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება.
სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
- პასუხისმგებლობა,
- ურთიერთპატივისცემა,
- ქველმოქმედება,
- ემპათია,
- ტოლერანტობა,
- კანონმორჩილება,
- პატრიოტიზმი.