სკოლის შესახებ

        •       შპს“ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ ისტორია

           

          ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა თავისი არსებობის 20 წლის  განმავლობაში  წარმატებული, ინოვაციებით გამორჩეული გზა განვლო და საინტერესო ისტორიით წარმოჩინდა საგნმანათლებლო სივრცეში. სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 2004-2005 სასწავლო წელს --- კონკურსის წესით დაკომპლექტდა სამი მე-7 კლასი და შერჩეული მოსწავლეები  უფასოდ ჩაირიცხნენ ზემოაღნიშნულ  კლასებში. მომდევნო სასწავლო წელს კი სკოლა შეივსო დაწყებითი საფეხურის 1-ლი--მე-6 კლასებით, შესაბამისად, შემდეგ წლებში -- სამივე საფეხურის ყველა კლასით.

          ყოველწლიურად იზრდება და ივსება თანამშრომელთა  შემადგენლობა კვალიფიციური კადრებით. სკოლა ხელს უწყობს მასწავლებლების პროფესიულ გადამზდებას. ისინი ჩართული არიან როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთშორისო პროექტებსა და აქტივობებში.

           სკოლის წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით მასწავლებლების, მშობლების, მოსწავლეების აქტიური თანამშრომლობით, ერთობლივი ხელშეწყობით მიგვეღწია იმ შედეგებისათვის , რომლებიც გამოარჩევს ჩვენს სკოლას.ისიც უნდა აღინიშნოს , რომ სკოლის აკადემიური განვითარების გზა, რომელიც პრიორიტეტია სასწავლებლისათვის, ეტაპობრივად იხვეწებოდა და ძლიერდებოდა. თანდათანობით ჩამოყალიბდა გარემო,  სადაც აკადემიურ ცოდნასთან ერთად შესაძლებელია მოაზროვნე, თავისუფალი პიროვნებების ჩამოყალიბება, რომლებიც საერთაშორისო გამოწვევებს ადვილად დაძლევენ და გაუმკლავდებიან. სწორედ ამ გამოკვეთილი მიზნის შედეგია ის წარმატებები, რომლებსაც ჩვენი კურსდამთავრებულები  აღწევენ როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ყოველწლიურად იზრდება იმ კურსდამთავრებულთა რიცხვი, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ სწავლას ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში. დაიძლია ჰარვარდის ოცნებაც და ჩვენი კურსდამთავრებული წარმატებით აგრძელებს სწავლას აღნიშნულ სასწავლებლებში.

              სკოლის დაარსებიდან დღემდე სულ  15 გამოშვება ჩაიწერა სასწავლებლის ისტორიაში. ამ ხნის განმავლობაში სკოლამ შეძლო თითოეულ მოსწავლეში აემაღლებინა თვითშეფასება, მიეცა ცოდნა, ჩამოეყალიბებინა უნარ-ჩვევები, რათა გამოწვევებით სავსე გარემოში თითოეულმა მათგანმა თავი იგრძნოს ლაღად, თავდაჯერებულად და მტკიცედ. სწორედ ესაა სკოლის მისია --- პრიორიტეტად აქციოს მოსწავლეზე მორგებული სასწავლო გარემოს მრვალფუნქციური მიმართულებები და ფეხი აუწყოს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო, გლობალური გამოწვევების საჭირო მოთხოვნებს.                                                                                                                               
               სკოლის მისიისა და ღირებულებების განმტკიცებას ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი, სახელოვნებო მიმართულებით გამოკვეთილი სასწავლო აქტივობები, კონკურსები, ლიტერატურული და ისტორიული სპექტაკლები , საკლუბო მუშაობა, რომელთა ერთობლივი გავლენა ნათლად აისახება მოსწავლეების წარმატებებზე. 

          სკოლისთვის პრიორიტეტულია არაფორმალური განათლება. შესაბამისად, ამ მიმართულებით სასწავლო პროცესი მიმდინარეობს არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში. არაფორმალური განათლება მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას დაგეგმოს და განახორციელოს მისთვის საინტერესო აქტივობები. ასეთი სწავლებისას მოსწავლეები ავლენენ სხვადსხვა შესაძლებლობას, იკვეთება მათი ინტერესის სფერო ,  რაც უზრდით მოტივაციასა და უვითარებთ დამოუკიდებელ უნარ-ჩვევებს. სკოლისთვის მნიშვნელოვანია,ამ მიმართულებით მუშაობის ხელშეწყობით

          ჩამოაყალიბოს მომავალი ცხოვრებისათვის თავდაჯერბული, ღირსეული, გამოწვევებისათვის მომზადებული ახალგაზრდები.

          სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი წრეები, ძირითადი საგაკვეთილო საათების შემდეგ ტარდება დამატებითი მეცადინეობები, საოლიმპიადო მუშაობა. ასევე  მიმდინარეობს უცხო ენების ცოდნის დონის სერტიფიკატის მოსაპოვებლად, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური, შესაბამისი პროგრამით გადამზადება.

           ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას, გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა. აღსანიშნავია ჩვენი სკოლისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის  უნივერსიტეტის ერთობლივი დეკლარაცია, მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და   „ქუთაისის უნივერსიტეტთან“ საერთო პროექტების განსახორციელებლად. 

          აქვე ისიც უნდა დავსძინოთ, რომ მემორანდუმის ფარგლებში ასევე  განხორციელდა  მოსწავლეებისა და მასწავლებლების საქმიანი ვიზიტი გერმანიის ქალაქ შტუტგარდის ,,Bil-Schule’’-ს საგანმანათლებლო სასწავლებელში. სამომავლოდ დაიგეგმა ერთობლივი გაცვლითი პროექტები.

          სკოლა აღჭურვილია თანამედროვ სტანდარტების შესაბამისი ავეჯით და უზრუნველყოფილია სასწავლო რესურსებით.

           სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ითავისებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო დემოკრატიულ, ჰუმანურ პრინციპებზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოსაყალიბებლად.

           

          სკოლის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია:

          • ღია დ დახურული სპორტული მოედანი
          • სააქტო დარბაზი
          • ბიბლიოთეკა
          • ლაბორატორიები
          • კომპიუტერის ოთახი
          • ცეკვისა და სახელოვნებო წრეების დარბაზი
          • ხელოვნების ოთახი
          • სასადილო
          • ექიმის ოთახი

           

          ნიკო ნიკოლაძის სახელობის  სკოლა-ლიცეუმის სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს ერთნაირად აქვს  გათავისებული პასუხისმგებლობა მომავალი თაობის აღზრდის წინაშე და, აქედან გამომდინარე, თანამშრომლობითი, სიყვარულით, პატივისცემით გამოკვეთილი  ურთიერთობები და მათი გავლენა მომავალი თაობის ფორმირებაზე.


          სკოლა-ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი შეგიძლიათ ნახოთ აქ