შპს ,,ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში" 4 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით ორ სხვადასხვა კატეგორიაში შვეიცარული სისტემით შიდა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა. თითოეული ჯგუფიდან გამოვლინდა გამარჯვებული სამეული, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის.
12 ივნისს მოჭადრაკეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები. მოსამზადებელი ჯგუფისა და პირველი კლასის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წამახალისებელი დიპლომებით
(ტურნირის მთავარი მსაჯი: ირინე ქლიბაძე, მსაჯი: ნათია სახამბერიძე).