სიახლეები

        • სკოლა-ლიცეუმის 20 წლის იუბილე

        • განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული სიმბოლური მნიშვნელობის დღე - ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის 20 წლის იუბილე.

          კადრები ლიტერატურული კომპოზიციიდან: ,,ნიკო ნიკოლაძე - კაცი, რომელმაც გაუსწრო დროს!"

          სკოლის მატიანეში შთამბეჭდავ ფურცლად ჩაიწერება 20 ივნისი , დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სასკოლო საზოგადოების აკადემიური დონე და შესაძლებლობები.

          მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ყველა გულშემატკივარსა და კეთილისმსურველს!

        • შიდა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი

        • შპს ,,ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში" 4 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით ორ სხვადასხვა კატეგორიაში შვეიცარული სისტემით შიდა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა. თითოეული ჯგუფიდან გამოვლინდა გამარჯვებული სამეული, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის.

          12 ივნისს მოჭადრაკეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები. მოსამზადებელი ჯგუფისა და პირველი კლასის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წამახალისებელი დიპლომებით

          (ტურნირის მთავარი მსაჯი: ირინე ქლიბაძე, მსაჯი: ნათია სახამბერიძე).

        • ბოლო ზარი - 2024

        • კიდევ ერთი ,,ბოლო ზარი" ჩაიწერა ჩვენი სკოლის ისტორიაში!

          კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შედგა ულამაზესი გოგო-ბიჭების მონაწილეობით, მთელი სასკოლო საზოგადოების ჩართულობით!

          გავაცილეთ ჩვენი მეთორმეტეკლასელები და სულიერ საგზლად დიდი სიყვარული გავატანეთ!

          ბედნიერი და წარმატებული მომავალი გქონოდეთ, ჩვენო ძვირფასებო!

        • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვირეული

        • 24 მაისს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვირეულის დახურვასთან დაკავშირებით გაიმართა ექსპერიმენტების გამოფენა.

          კლუბის წევრების ორგანიზებით მომზადდა და შესრულდა სახალისო ექსპერიმენტები ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში.

          ბიოლოგიაში მე-10 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთეს საქონლის ორგანოები (გული, ფილტვი, ღვიძლი, ელენთა) და დაათვალიერეს ქსოვილები

        • აშშ-ისა და ლონდონის უნივერსიტეტებში ჩარიცხვა

        • მეტად სასიხარულო ინფორმაცია უნდა გაცნობოთ!

          ჩვენი სკოლის მე-12 კლასის 3 მოსწავლე აშშ-ისა და ლონდონის წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხა!

          მარიამ ნიჟარაძე, ლილე ბუღაძე და ელენე იდაძე 2024 წლის სექტემბრიდან სწავლას მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ!

          ჩვენს გამორჩეულ გოგონებს, მათ მშობლებს, მთელ სასკოლო საზოგადოებას ვულოცავთ ამ შთამბეჭდავ მიღწევას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

        • ისტორიის კვირეული

        • ქ. ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 20 თებერვალს, ისტორიის კვირეულის ფარგლებში VIბ კლასთან Xl კლასის მოსწავლემ, ნატალი ჩინჩალაძემ, ჩაატარა ინტერაქტიული გაკვეთილი, სახელწოდებით ,,ასე დაიწყო საქართველოს ოკუპაცია”.

          კვირეულის ორგანიზატორი: საზოგადოებროვ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი – ნოდარ ჭუმბურიძე.

        • სიკეთის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ტრადიციული საქველმოქმედო აქცია

        • სიკეთე სათნოებაა, მადლი, რომელიც მზისგვარი სითბოთი და სიყვარულით აფრქვევს ირგვლივ ადამიანურ კეთილშობილებას. Ეს განწყობა სუფევდა 25 დეკემბერს ნიკო ნიკოლაძის სახ. Სკოლა - ლიცეუმში -- სიკეთის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ტრადიციული საქველმოქმედო აქცია, რომელშიც ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება -- მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

          მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, შემოსული თანხა გადაეცა მოხუცთა პანსიონატსა და ბავშვთა განვითარების ცენტრს -- ,,ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“.

        • საახალწლო საღამო - ,,თბილი ზამთარი კეჟერაძეებთან ერთად“

        • 26 დეკემბერს თოვლიანი ცივი დღის შემდეგ უჩვეულოდ დათბა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა- ლიცეუმში -- ლიტერატურულ კლუბ ,,ქიმერიონის“ (ხელ-ლი: ქეთი ყურაშვილი) საახალწლო საღამო -- ,,თბილი ზამთარი კეჟერაძეებთან ერთად“-- გაიმართა.

          სცენაზე წლების გასაყარისთვის დამახასიათებელი სევდიან-იმედიანი განწყობა ენაცვლებოდა ერთმანეთს. შემოქმედებით ოსტატობას ლიტერატურულ ლაბირინთებში მიმობნეული კეჟერაძეების მადლიანი სიტყვაც ერწყმოდა და მომავლის ექოდ ჟღერდა...

        • საახალწლო სამზადისი - Vა კლასი

        • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-5 ა კლასის ქარიზმატულმა მოსწავლეებმა, 2023 წლის მიწურულს, გვამოგზაურეს საქართველოს კუთხეებში. საახალწლო სამზადისი იყო ყველგან.

          იმერეთის ნიავის სურნელი თავისთავად ტრიალებდა. ვესტუმრეთ რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს. სვანური საახალწლო დალოცვაც წამოვიყოლეთ და სიყვარულით მივულოცეთ ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი

        • საქველმოქმედო აქცია

        • დეკემბერი ადამიანურ ღირებულებათა შორის ერთ-ერთ უმთავრესს, სიკეთეს, მიეძღვნა! აქტივობებით დატვირთული კვირეული დააგვირგვინა საქველმოქმედო აქციამ, რომელიც 25 დეკემბერს გაიმართა.

          ,,არაფერია იმაზე კარგი შეგრძნება, რასაც სიკეთის კეთებისას შეიგრძნობს ადამიანი!“ ამ სიტყვების უტყუარობა გუშინდელ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეთა სახეებზე იკითხებოდა...

        • რამხელაა სამყარო

        • სწავლა მუდმივი პროცესია, სწავლის ხარისხი-მნიშვნელოვანი.

          სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის თეა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით სექტემბრის თვიდან III, IV, VI კლასებში აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპიანი, გრძელვადიანი შემეცნებით-ინტეგრირებული პროექტი: „რამხელაა სამყარო.“

          ინტეგრირების საგნები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, ინგლისური ენა.

        • სემინარი სტომატოლოგიის შესახებ

        • 13, 14 და15 ნოემბერს ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა კლინიკა ,,დენტალ ლიდერის" ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგი, ექიმ-სტომატოლოგი ირმა გორგოძე, რომელმაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩაატარა სემინარი სტომატოლოგიის შესახებ.

          აღნიშნულ შეხვედრაზე პატარებმა საინტერესო აქტივობებით მიიღეს ინფორმაცია კბილებისა და პირის ღრუს მოვლის შესახებ. შეიძინეს მათი სისუფთავისა და სიჯანსაღისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

        • არქეოლოგიური მუზეუმი

        • 2023 წლის 5 ნოემბერს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-7 ბ კლასი (დამრიგებელი: მადონა გოქაძე, ისტორიის მასწავლებელი ლეილა ბურჯანაძე) ესტუმრნენ ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმს.

          ექსკურსიის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოება, ვიზუალური თვალსაზრისით აღიქვან და შეისწვალონ ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობები საკლასო სივრცის გარეთ.

      • სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

      • 28 სექტემბერს ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა. 

        ევროპის სასკოლო სპორტის დღე არის მასობრივი სპორტული ღონისძიება, რომელშიც ჩართულნი არიან ევროკავშირის ქვეყნების სკოლები და რომელიც ევროკომისიისა და ERASMUS + პროგრამის ხელშეწყობით, ყოველი წლის სექტემბრის ბოლო პარასკევს აღინიშნება.