სიახლეები

        • კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდები

        • ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 2024-2025 სასწავლო წელს ინგლისური ენის კათედრის საქმიანობა დასრულდა კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებით. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ამჯერადაც, სასიამოვნოდ გაგვახარეს.

          ფრიად აღსანიშნავია მათი წარმატებები.

           

           

        • ახალი სასწავლო წლის დაწყება

        • შპს ,,ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი " გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

          ბედნიერი, მშვიდობიანი, ულევი წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის!

        • ერთიანი ეროვნული გამოცდები

        • სასიხარულო ინფორმაცია უნდა გამცნოთ!

          ჩვენმა კურსდამთავრებულებმა ძალიან იყოჩაღეს - ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ელენე მარშავასა და ნატალი ჩინჩალაძის შედეგები. ელენემ ინგლისურ ენაში 70-იდან 70 ქულა, მიიღო, ნატალიმ ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 55 ქულა, ინგლისურ ენაში - 69 ქულა მიიღო.

          ვულოცავთ ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მრავალ გამარჯვებას მომავალში!

        • შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

        • 2025 წლის 9 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით სამ ასაკობრივ კატეგორიაში (7 წლამდე, 9 წლამდე, 11წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის) ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში (ორგანიზატორი: ირინე ქლიბაძე).

          გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებსაც შესაბამისი პრიზები საზეიმო ვითარებაში გადასცა სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი სალდაძემ.

          7 წლამდე ასაკის მოჭადრაკე ვაჟები:

          I ადგილი: იოანე კლდიაშვილი (I კლასი);

          II ადგილი: გაბრიელ შალამბერიძე (მოსამზ. ჯგ.); ლუკა ქიმაძე (I კლასი).

          7 წლამდე ასაკის მოჭადრაკე გოგონები:

          I ადგილი: ბეთულ ჩირიში (I კლასი); ანამარია ნოზაძე (I კლასი);

          II ადგილი: ანა ადეიშვილი (I კლასი ).

          9 წლამდე ასაკის მოჭადრაკე ვაჟები:

          I ადგილი : ბექა ციციანი (მე-3 კლასი);

          II ადგილი: გიორგი ნებიერიძე (მე-3 კლასი);

          III ადგილი: სანდრო სანდუხაძე (მე-3 კლასი).

          9 წლამდე ასაკის მოჭადრაკე გოგონები:

          I ადგილი: ბარბარე შანიძე (მე-3 კლასი); ელენე იამანიძე (მე-3 კლასი); ანასტასია თუთბერიძე (მე -2 კლასი);

          11 წლამდე ასაკის მოჭადრაკე ვაჟები:

          I ადგილი: ნიკოლოზ ჯანელიძე (მე-5 კლასი);

          II ადგილი: ანდრია ტოგონიძე (მე-5 კლასი);

          III ადგილი: გაბრიელ დოლიძე (მე-4 კლასი); ნიკოლოზ უგრეხელიძე (მე- 5 კლასი);

          დამიანე მშვილდაძე (მე-5 კლასი).

        • მხიარული სტარტები

        • 2025 წლის11 ივნისს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლამდელი აღზრდის ჯგუფები: ,,ფუტკრები" და ,,წიგნიერი ცეროდენები".

          თვალხატულა გოგო-ბიჭები ერთმანეთს არ ჩამორჩებოდნენ სისხარტეში. ყველასათვის გადამდები იყო მათი გულწრფელი ემოცია...

          უფროსებმა პატარებს ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულება მიულოცეს და აღიარეს მათი სკოლისთვის მზაობა; უსურვეს შთაბეჭდილებებით სავსე საზაფხულო არდადეგები და წარმატებები სასკოლო ცხოვრების გზაზე.

        • საქველმოქმედო აქცია

        • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა და ჟრიამული იყო!

          მთელი სასკოლო საზოგადოება შეიკრიბა, რათა გამოეხატა თანადგომა და მხარდაჭერა იმ თანამოქალაქეთა მიმართ, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ და ელიან.

          დღევანდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთის კეთება უდიდესი ბედნიერებაა!

          გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქველმოქმედო აქციის თითოეულ მონაწილეს, მოწვეულ სტუმრებს გულისხმიერებისთვის!

        • დიაგნოსტიკური წერები

        • 2025 წლის 16 მაისიდან ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ყველა კლასში მეორე სემესტრის დიაგნოსტიკური წერები დაიწყო...

          მოსწავლეები, დირექცია, მასწავლებლები აქტიურად ჩაბმულნი არიან ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

          გისურვებთ წარმატებებს!

        • შოთა რუსთველისა და თამარ მეფის ეპოქა

        • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-5ა კლასის მოსწავლეებმა გვამოგზაურეს შოთა რუსთველისა და თამარ მეფის ეპოქაში.

          დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: თამთა ცხადაძე

          მუსიკის პედაგოგი: გრიგოლ ჩხიკვაძე

        • დედაენის დღე

        • დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა: ,,გულში ამოქარგული, ჩვენი ენა ქართული"...

          კლასი: Iა, Iბ

          პედაგოგები: ნ. ჟღენტი ე. შოვნაძე

          მოსწავლეებმა გაალამაზეს ასო-ბგერები, წაიკითხეს ანდაზები.

        • მართწერის საერთაშორისო კონკურსის-,,Spelling Bee''

        • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 7 მარტს გაიმართა მართლწერის საერთაშორისო კონკურსის-,,Spelling Bee''- ის - დასკვნითი ტური.

          ჩვენი სკოლის ფინალისტები თბილისის ქართულ-გერმანული სკოლა "სხივის '' ფინალისტებს გაეჯიბრნენ ზეპირ მართლწერაში.

          გამოვლინდნენ ფინალისტები.

          საბაზო საფეხური :

          VIIIა კლასი -- იოანე კობახიძე III ადგილი,

          IX ბ კლასი -- მათე მემარნიშვილი II ადგილი;

          საშუალო საფეხური:

          XI ა - ნინო ჯანელიძე III ადგილი;

          XI ბ - ნიკოლოზ ცაბუტაშვილი I ადგილი;

          ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

        • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

        • წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო.”

          წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

          მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს.

          მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოჩენილ ადამიანთა შთამაგონებელი ფრაზები.

          ბიბლიოთეკარ ლელა დეკანაძის დახმარებით შეარჩიეს აკაკი წერეთლის ზღაპარი “ღამურა” და ხმამაღლა წაუკითხეს ერთმანეთს.

          დამრიგებელი და ქართულის პედაგოგი: თამთა ცხადაძე

        • წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული

        • უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა! /ი. ჭავჭავაძე/

          "წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში, პატარა მკითხველთა კლუბ,, ასფურცელაში" მე-3ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები ,,ჩემი საყვარელი წიგნის წარდგენა"

          აქტივობის მიზანი: წიგნიერების უნარის განვითარება, კითხვის მოტივაციის გაღრმავება; თვალსაწიერის განვითარება; პრეზენტაციის უნარის განვითარება.

          კლუბის კურატორი მასწავლებელი: ნინო ელიაშვილი

        • ნორჩი მეცნიერები

        • მეცნიერები მუდმივად მოძრაობენ, რათა სწრაფად ამოხსნან სამყაროს ყველაზე ფარული საიდუმლებანი.

          მინერალები ბუნებრივად წარმოქმნილი, უცვლელი ქიმიური შემადგენლობის მქონე მყარი ნაერთებია. მათი შემადგენლობა დამოკიდებულია ქიმიურ ელემენტებზე, რომლებიც მათში შედის. მინერალებს ფართო გამოყენება აქვთ სამრეწველო, სამედიცინო, სამშენებლო და სხვა დარგებში, რაც მათ მნიშვნელოვან რესურსად აქცევს.

          6 თებერვალს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში მეცნიერულ კლუბის ,,ნორჩი მეცნიერები" მორიგი შეხვედრა გაიმართა

          ამჯერად ჩვენი ნორჩი მეცნიერები მინერალური ქვებით დაინტერესდნენ. სამეცნიერო კლუბის წევრებმა მოაწყვეს მინერალების გამოფენა, მოამზადეს პროექტები საინტერესო მინერალების გამოყენების შესახებ და გააცნეს დაინტერესებულ აუდიტორიას.

        • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

        • სასიხარულო ინფორმაცია!!!

          ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები სანდრო სილაგაძე და ნიკოლოზ ცაბუტაშვილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდნენ.

          ვულოცავთ სანდროსა და ნიკოლოზს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს ამ წარმატებას!

          ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეებს ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს

        • საერთაშორისო შეჯიბრება მენტალურ მათემატიკაში

        • ისტორიაში პირველად UCMAS საქართველომ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში, ნიუდელიში, გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებასა და მსოფლიო თასზე, რომელიც ორგანიზებული იყო UCMAS-ის მიერ.

          საქართველოს სახელით, 7-იდან 13 წლამდე ასაკის 11-მა ნიჭიერმა მოსწავლემ იასპარეზა 80 ქვეყნის 6000-ზე მეტ მონაწილესთან ერთად. ჩვენი სკოლის IIა კლასის მოსწავლე დანიელ ბანძელაძე გახდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულის წევრი B კატეგორიაში. ვულოცავთ მთელი სკოლის სახელით და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას!

          დამრიგებელი: მონიკა ბერეკაშვილი

        • სიკეთის ფერადი სამყარო ანუ ,,რასაცა გასცემ...''

        •  

          24 დეკემბერს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა- ლიცეუმში ტრადიციული სიკეთის დღე აღინიშნა. ამაღლებული ემოციებითა და უშურველი მადლის გაცემის სურვილით იყო შთაგონებული სკოლის თითოეული კლასის განწყობა. ყველა მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და მოწვეული სტუმარი გააერთიანა იმ უდიდესმა კეთილქმედებამ, რომელსაც სხვისთვის გაცემული სიკეთის სითბო ასხივებს და ამზიანებს.

          კლასების მიერ გამოფენა-გაყიდვისთვის მრავალფეროვნად წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები და ასევე საკუთარი ხელით დამზადებული ნუგბარი, რომელთა გაყიდვით შემოსული თანხა საახალწლოდ გადაეცემათ სოციალურად დაუცველ პირებსა და ხელმოკლე ოჯახებს. ,,იმასავით კარგი არავინ არის, ვინც ყველასთვის კარგია.''--- ეს პათოსია ის მასაზრდოებელი ძალა, რომელიც მარადისობის ზნეობრივ კანონად გასდევს სხვისი დახმარებისა და თანაგრძნობით სავსე გულებს.

          საამაყოა ჩვენი სკოლის ერთსულოვნება და გულისხმიერება, რომელიც სკოლის თაობებს გაჰყვებათ ღირსეულ მაგალითად.

        • ახალი წლის მობრძანება

        • Iბ კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და ხალისიანი ღონისძიებით მოგვილოცეს ახალი წლის მობრძანება, მაყურებელს გადასცეს თავიანთი მხიარული განწყობა და ჯადოსნური გახადეს ერთი დღე.

          დამრიგებელი: ეკა შოვნაძე

        • სადღესასწაულო განწყობა

        • ბრწყინვალე სადღესასწაულო განწყობა შექმნეს დღეს Iა კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს კომპოზიცია ,,ტყის საახალწლო ამბები".

          პატარების საშემსრულებლო ხელოვნებით მოხიბლული მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა.

          იყო ემოციების ზღვა. პატარების ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალები.

          კლასის ხელ-ლი: ნათია ჟღენტი

        • სკოლა-ლიცეუმის 20 წლის იუბილე

        • განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული სიმბოლური მნიშვნელობის დღე - ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის 20 წლის იუბილე.

          კადრები ლიტერატურული კომპოზიციიდან: ,,ნიკო ნიკოლაძე - კაცი, რომელმაც გაუსწრო დროს!"

          სკოლის მატიანეში შთამბეჭდავ ფურცლად ჩაიწერება 20 ივნისი , დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სასკოლო საზოგადოების აკადემიური დონე და შესაძლებლობები.

          მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ყველა გულშემატკივარსა და კეთილისმსურველს!

      • სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

      • 28 სექტემბერს ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა. 

        ევროპის სასკოლო სპორტის დღე არის მასობრივი სპორტული ღონისძიება, რომელშიც ჩართულნი არიან ევროკავშირის ქვეყნების სკოლები და რომელიც ევროკომისიისა და ERASMUS + პროგრამის ხელშეწყობით, ყოველი წლის სექტემბრის ბოლო პარასკევს აღინიშნება.