განათლება
საგნობრივი კათედრები
თანამშრომლობისა და გუნდური პასუხისმგებლობის ინტერესთა გაერთიანების, წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით სკოლაში შექმნილია საგნობრივი კათედრები, რომლებიც აერთიანებენ საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელს.
საგნობრივი კათედრების მუშაობის ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
საგნობრივი კათედრების მოწყობა:
ა) საგნობრივი კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით;
ბ) საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე.
საგნობრივი კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.
საგნობრივი კათედრები
- ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
კათედრა აერთიანებს ქართული ენისა და ლიტერატურის, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, საქართველოს ისტორიის; გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის მასწავლებლებს.
2. უცხოური ენების კათედრა
კათედრა აერთიანებს ინგლისური ენის, გერმანული ენის, თურქული ენისა და რუსული ენის მასწავლებლებს.
3. მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა
კათედრა აერთიანებს მათემატიკისა და ისტ-ის, ჭადრაკის, ბუნებისმეტყველების, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნის მასწავლებლებს.
4. დაწყებითი კლასების კათედრა
კათედრა აერთიანებს დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებლებს (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) და ჭადრაკის მასწავლებელს.
5. სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა
კათედრა აერთიანებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ცეკვის, სპორტის და მუსიკის მასწავლებლებს.