მთავარი გვერდი

      • შპს ,,ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი " გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

        ბედნიერი, მშვიდობიანი, ულევი წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის!
      • 2025 წლის 9 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით სამ ასაკობრივ კატეგორიაში (7 წლამდე, 9 წლამდე, 11წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის) ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში (ორგანიზატორი: ირინე ქლიბაძე).
      • 2025 წლის11 ივნისს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლამდელი აღზრდის ჯგუფები: ,,ფუტკრები" და ,,წიგნიერი ცეროდენები".
      • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა და ჟრიამული იყო!

        მთელი სასკოლო საზოგადოება შეიკრიბა, რათა გამოეხატა თანადგომა და მხარდაჭერა იმ თანამოქალაქეთა მიმართ, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ და ელიან.
      • მეცნიერები მუდმივად მოძრაობენ, რათა სწრაფად ამოხსნან სამყაროს ყველაზე ფარული საიდუმლებანი.

        მინერალები ბუნებრივად წარმოქმნილი, უცვლელი ქიმიური შემადგენლობის მქონე მყარი ნაერთებია. მათი შემადგენლობა დამოკიდებულია ქიმიურ ელემენტებზე, რომლებიც მათში შედის. მინერალებს ფართო გამოყენება აქვთ სამრეწველო, სამედიცინო, სამშენებლო და სხვა დარგებში, რაც მათ მნიშვნელოვან რესურსად აქცევს.
      • შპს ,,ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში" 4 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით ორ სხვადასხვა კატეგორიაში შვეიცარული სისტემით შიდა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა. თითოეული ჯგუფიდან გამოვლინდა გამარჯვებული სამეული, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის.
      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
      • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.
          • ერთიანი ეროვნული გამოცდები

            სასიხარულო ინფორმაცია უნდა გამცნოთ!

            ჩვენმა კურსდამთავრებულებმა ძალიან იყოჩაღეს - ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ელენე მარშავასა და ნატალი ჩინჩალაძის შედეგები. ელენემ ინგლისურ ენაში 70-იდან 70 ქულა, მიიღო, ნატალიმ ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 55 ქულა, ინგლისურ ენაში - 69 ქულა მიიღო.

          • შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

            2025 წლის 9 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით სამ ასაკობრივ კატეგორიაში (7 წლამდე, 9 წლამდე, 11წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის) ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში (ორგანიზატორი: ირინე ქლიბაძე).

            გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებსაც შესაბამისი პრიზები საზეიმო ვითარებაში გადასცა სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი სალდაძემ.

          • მხიარული სტარტები

            2025 წლის11 ივნისს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლამდელი აღზრდის ჯგუფები: ,,ფუტკრები" და ,,წიგნიერი ცეროდენები".

            თვალხატულა გოგო-ბიჭები ერთმანეთს არ ჩამორჩებოდნენ სისხარტეში. ყველასათვის გადამდები იყო მათი გულწრფელი ემოცია...

            უფროსებმა პატარებს ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულება მიულოცეს და აღიარეს მათი სკოლისთვის მზაობა; უსურვეს შთაბეჭდილებებით სავსე საზაფხულო არდადეგები და წარმატებები სასკოლო ცხოვრების გზაზე.

          • საქველმოქმედო აქცია

            ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა და ჟრიამული იყო!

            მთელი სასკოლო საზოგადოება შეიკრიბა, რათა გამოეხატა თანადგომა და მხარდაჭერა იმ თანამოქალაქეთა მიმართ, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ და ელიან.

            დღევანდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთის კეთება უდიდესი ბედნიერებაა!

          • დიაგნოსტიკური წერები

            2025 წლის 16 მაისიდან ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ყველა კლასში მეორე სემესტრის დიაგნოსტიკური წერები დაიწყო...

            მოსწავლეები, დირექცია, მასწავლებლები აქტიურად ჩაბმულნი არიან ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

            გისურვებთ წარმატებებს!

          • დედაენის დღე

            დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა: ,,გულში ამოქარგული, ჩვენი ენა ქართული"...

            კლასი: Iა, Iბ

            პედაგოგები: ნ. ჟღენტი ე. შოვნაძე

            მოსწავლეებმა გაალამაზეს ასო-ბგერები, წაიკითხეს ანდაზები.

          • წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული

            უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა! /ი. ჭავჭავაძე/

            "წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში, პატარა მკითხველთა კლუბ,, ასფურცელაში" მე-3ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები ,,ჩემი საყვარელი წიგნის წარდგენა"

            აქტივობის მიზანი: წიგნიერების უნარის განვითარება, კითხვის მოტივაციის გაღრმავება; თვალსაწიერის განვითარება; პრეზენტაციის უნარის განვითარება.

          • ნორჩი მეცნიერები

            მეცნიერები მუდმივად მოძრაობენ, რათა სწრაფად ამოხსნან სამყაროს ყველაზე ფარული საიდუმლებანი.

            მინერალები ბუნებრივად წარმოქმნილი, უცვლელი ქიმიური შემადგენლობის მქონე მყარი ნაერთებია. მათი შემადგენლობა დამოკიდებულია ქიმიურ ელემენტებზე, რომლებიც მათში შედის. მინერალებს ფართო გამოყენება აქვთ სამრეწველო, სამედიცინო, სამშენებლო და სხვა დარგებში, რაც მათ მნიშვნელოვან რესურსად აქცევს.

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

            სასიხარულო ინფორმაცია!!!

            ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები სანდრო სილაგაძე და ნიკოლოზ ცაბუტაშვილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდნენ.

            ვულოცავთ სანდროსა და ნიკოლოზს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს ამ წარმატებას!

            ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეებს ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს

          • საერთაშორისო შეჯიბრება მენტალურ მათემატიკაში

            ისტორიაში პირველად UCMAS საქართველომ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში, ნიუდელიში, გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებასა და მსოფლიო თასზე, რომელიც ორგანიზებული იყო UCMAS-ის მიერ.

            საქართველოს სახელით, 7-იდან 13 წლამდე ასაკის 11-მა ნიჭიერმა მოსწავლემ იასპარეზა 80 ქვეყნის 6000-ზე მეტ მონაწილესთან ერთად. ჩვენი სკოლის IIა კლასის მოსწავლე დანიელ ბანძელაძე გახდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულის წევრი B კატეგორიაში. ვულოცავთ მთელი სკოლის სახელით და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას!

          • სადღესასწაულო განწყობა

            ბრწყინვალე სადღესასწაულო განწყობა შექმნეს დღეს Iა კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს კომპოზიცია ,,ტყის საახალწლო ამბები".

            პატარების საშემსრულებლო ხელოვნებით მოხიბლული მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა.

            იყო ემოციების ზღვა. პატარების ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალები.

            კლასის ხელ-ლი: ნათია ჟღენტი

          • სკოლა-ლიცეუმის 20 წლის იუბილე

            განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული სიმბოლური მნიშვნელობის დღე - ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის 20 წლის იუბილე.

            კადრები ლიტერატურული კომპოზიციიდან: ,,ნიკო ნიკოლაძე - კაცი, რომელმაც გაუსწრო დროს!"

            სკოლის მატიანეში შთამბეჭდავ ფურცლად ჩაიწერება 20 ივნისი , დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სასკოლო საზოგადოების აკადემიური დონე და შესაძლებლობები.

    • პარტნიორები

      • {#1508} 1
      • {#1508} 2
      • {#1508} 3
      • {#1508} 4
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      კვირა 07/12/2025
    • კალენდარი

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად