განათლება

        • მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი

        •  

          შპს „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“   მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმების მიზანს წარმოადგენს ზოგადი განათლების ფარგლებში სასკოლო ინტერესების გატარების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე სკოლის პოპულარიზაცია, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, კულტურული, სამეცნიერო და შემოქმედებითი სწავლების ხელშეწყობა, ინფორმირებულობის გაზრდა, მოსწავლეთათვის საინტერესო თემების პოპულარიზაციაში ხელშეწყობა, აგრეთვე, ზემოაღნიშნული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერა.

          მოსწავლეთა ინიციატივების მხარდასაჭერად სასწავლო წლის ნებისმიერ დროს ახორციელებს განაცხადების (იხ. დანართი N1) მიღებას მოსწავლის/მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფების მხრიდან.

          დაწესებულება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ნებისმიერი ინიციატივის  განხორციელებას, მათ შორის ისეთს, რომელიც მოითხოვს ფინანსურ მხარდაჭერას. ასეთ შემთხვევაში სკოლა წლიურად დააფინანსებს არანაკლებ 3 საუკეთესო ინიციატივას. კონკრეტული ინიციატივის მაქსიმალური ბიუჯეტი

           შეადგენს - 1000 ლარი
           

          მოსწავლის/მოსწავლეთა ინიციატივა:

          • არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სკოლის მისიასა და სასკოლო საზოგადოების ინტერესებს;
          • არ უნდა სცდებოდეს ეთიკის ნორმებს;
          • არ უნდა სცდებოდეს ასაკობრივ ცენზს;
          • არ უნდა ემსახურებოდეს რელიგიურ თუ რელიგიურ ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის პროპაგანდას)

          განაცხადის განხილვის ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება ისეთ განაცხადს, რომელიც ხელს შეუწყობს:

          1. მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას;
          2. მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;
          3. მოსწავლეთა ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში;
          4. მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას;
          5. მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალებას;
          6. აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას დაწესებულების ორგანიზებით განხორციელებულ აქტივობებში და ხელს შეუწყობს სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნებას;
          7. სგემ-ის მიზნების განხორციელებას;
          8. სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების დანერგვას


          განაცხადის თემა მოსწავლეთათვის არის თავისუფალი, ხოლო რაც შეეხება გადარჩევას, განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში, რომელიც ეცნობება განმცხადებელ პირს ან პირთა ჯგუფს.