განათლება

        • სკოლაში  ფუნქციონირებს  სხვადასხვა კლუბი:

           

          1. ლიტერატურული კლუბი „ქიმერიონი“, სადაც  იგეგმება  შეხვედრები   გამოჩენილ პიროვნებებთან,  იმართება  დისკუსიები,  წიგნის პრეზენტაციები,  რაც  ხელს  უწყობს მოსწავლის  ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე  თავისუფალ პიროვნებად  ჩამოყალიბებას;
            იხ. ფეისბუქ გვერდი
          2. სამოქალაქო განათლების  კლუბი  „პლურალიზმის  პოლიფონია“,  რომელიც დაფუძნებულია  პროექტ “მომავლის თაობის“ მიერ.  კლუბის მიზანია მოსწავლეებისათვის სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, სამოქალაქო აქტივობისა და ცნობიერების ამაღლება, ურთიერთობების  ჩამოყალიბება სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებსა და ქალაქის თვითმართველობას შორის; 
            იხ. ფეისბუქ გვერდი
          3. სამეცნიერო კლუბი „ნორჩი მეცნიერი“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებში საგამომგონებლო საქმიანობის წახალისებას,  ხელგარჯილობის მეთოდებით სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
            იხ. ფეისბუქ გვერდი
          4. ნორჩ მკითხველთა კლუბი „ასფურცელა“-ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების  განვითარებას, წიგნიერების დონის ამაღლებას,  უღვივებს   წიგნის სიყვარულს, აძლევს საშუალებას იმოგზაუროს ლიტერატურის სამყაროში, აყალიბებს მაღალი ზნეობის, პატრიოტული  სულისკვეთების, ტოლერანტულ პიროვნებებად  სკოლის ბიბლიოთეკაში   იმართება  კლასგარეშე ლიტერატურის  კითხვა,  მოსწავლის  მიერ წაკითხული   ნაწარმოებების  განხილვა-გაანალიზება, მიმდინარეობს დისკუსია.
          5. ეკოკლუბი „აიაკო“, რომლის მიზანია გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია სახალისო პროექტებში მოსწავლეების  ჩართვით, რათა უფრო აქტიური გახდეს მათში ჯანსაღი ცხოვრების წესი.
            იხ. ფეისბუქ გვერდი
          6. კულინარიის კლუბი-მიზანია ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოების წევრების მიერ  კულინარიული უნარების ათვისებას, სხვადასხვა ქვეყნის კერძების გაცნობას,გუნდური მუშაობის მახასიათებლების გამომუშავებას დააუფლოს სუფრის გაწყობის ხელოვნებას.
            იხ. ფეისბუქ გვერდი
          7. ნატიფ ხელსაქმის კლუბი „მარგალიტები“-ხელს უწყობს მოსწავლეებში ესთეტიკური და  შრომითი  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. შთაბეჭდილებების, ემოციების სახვითი და გამოყენებითი საშუალებებით გადმოცემის, წარმოსახვის, ფანტაზიის უნარს.
          8. მათემატიკის მოყვარულთა კლუბი “პითაგორა“- კლუბის მიზანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობის უნარი. შეეძლოთ  საკუთარი შესაძლებლობების  გაანალიზება, იყვნენ მოტივირებულნი. მიიღონ მონაწილეობა მათემატიკის კონკურსებსა და ოლიმპიადებში.
          9. ისტორიის  კლუბი  “მემატიანე“ - რომელიც  მიზნად  ისახავს მოსწავლეთა დაინტერესებას  მსოფლიო და საქართველოს ისტორიით. წარსულისა და თანამედროვე მოვლენების კრიტიკული გააზრების, თეორიული ცოდნის, ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარებას.
          10. სპორტის კლუბი „ოლიმპი“-რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ჯგუფურ აქტივობებში მათ ჩართვას, სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
          11. ჟურნალისტიკის  კლუბი  “ნნს  ნიუსი“ -მიზანია სასკოლო  ცხოვრების გამრავალფეროვნება,  მოსწავლეთა  სასკოლო  აქტივობებში  ჩართვა (გაშუქება). კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა.
            იხ. ფეისბუქ გვერდი
          12. English speaking youth club- მოსწავლეთა გააქტიურება და ჩართვა ინტერკულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაღრმავების პროცესში; სკოლაში კრეატიული, შემოქმედებითი გარემოს შექმნა;ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ეფექტურობის გაზრდა და ამ მიმართულებით მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ხელშეწყობა.
            იხ. ფეისბუქ გვერდი

             
          13. სკოლაში ფუნქციონირებას აგრძელებს ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი“ინსპირაცია“, რომლის ხელმძღვანელია დავით ჯანელიძე.